factcheck.ge (ფაქტ-მეტრი) საქართველოს რეფორმების ასოციაციის (GRASS) წარმომადგენლის მიერ დამუშავებულ ინფორმაციას აქვეყნებს იმ გვერდების/ანგარიშების შესახებ, რომელიც „ფეისბუქმა“ წაშალა.
შეგახსენებთ, რომ 20 დეკემბერს სოციალურ ქსელმა Facebook-მა თავისი პლატფორმიდან 418 ქართული ანგარიში (39 პროფილი, 344 გვერდი, 13 ჯგუფი და 22 Instagram-ანგარიში) წაშალა. ამის მიზეზი კი წაშლილი ანგარიშების კოორდინირებული და არაავთენტური ქცევა გახდა.
„ატლანტიკური საბჭოს ციფრული კრიმინალისტიკის ლაბორატორიის თანახმად, რომელიც Facebook-თან თანამშრომლობს და მას დეზინფორმაციული კამპანიების შესახებ ინფორმაციას აწვდის, აღნიშნულ გვერდებზე მკვეთრად ანტი-ამერიკული შინაარსის შემცველი პოსტებიც ვრცელდებოდა. Facebook-ის განცხადების თანახმად, მიუხედავად იმისა, რომ ამ ანგარიშების უკან მდგომი ადამიანები ცდილობდნენ, თავიანთი იდენტობა და კოორდინირებული მუშაობა დაეფარათ, მათი გამოძიებით, ეს აქტივობები საქართველოში მოქმედ სარეკლამო კომპანია „პანდასა“ და „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას უკავშირდება. ამ გვერდებმა დაახლოებით 316 000 აშშ დოლარი Facebook-სა და Instagram-ზე რეკლამაში, ანუ პოსტების დასპონსორებაში დახარჯეს,“- აღნიშნულია ორგანიზაციის ინფორმაციაში.
factcheck.ge -ს ცნობით, Facebook-ის მიერ წაშლილი ანგარიშების დიდი უმრავლესობა (344) გვერდებს წარმოადგენს. თუმცა ამ წმენდის ფარგლებში 39 პირადი ანგარიშიც წაიშალა, რომლებიც, სავარაუდოდ, ამ გვერდების ადმინისტრირებაში ჩართულ პირებს ეკუთვნოდათ. Facebook-ს არ გაუსაჯაროვებია იმ გვერდების სია, რომლებიც გააუქმა. თუმცა, მკითხველს ვთავაზობთ ნაწილს იმ გვერდებისა, რომლებიც „ფაქტ-მეტრის“ გუნდის მიერ ხელისუფლების მხარდამჭერ და ოპოზიციის საწინააღმეგო მიზანმიმართულ კამპანიებში შეიმჩნეოდა და რომლებიც სოციალურ ქსელში აღარ იძებნებიან.
სოციალურ ქსელში გაქრა გვერდები:
ასევე წაშლილ გვერდებს შორისაა: