„ვითიბი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოში ცვლილებებია.
ამის შესახებ „ვითიბი ბანკ ჯორჯიას“ 97.384322%-ის აქციათა მფლობელის –„ბანკ ვეტებეს“ მიღებულ გადაწყვეტილებაშია აღნიშნული.
„სს „ვითიბი ბანკ ჯორჯიას“ 97.384322 %-ის აქციათა მფლობელის – საჯარო სააქციო საზოგადოება „ბანკ ვეტებეს“ ერთპიროვნული გადაწყვეტილებით, სს „ვითიბი ბანკ ჯორჯიას“ სამეთვალყურეო საბჭოს შემადგენლობაში არჩეულ იქნენ ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს ახალი წევრები – იულია კოპიტოვა და ასია ზახაროვა,“-აღნიშნულია გადაწყვეტილებაში.
რეესტრის ბოლო ამონაწერით, „ვითიბი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე/წევრი: ოლეგ სმირნოვია; ხოლო წევრები კოპიტოვასა და ზახაროვას გარდა არიან: ილნარ შაიმარდანოვი; სერგეი სტეპანოვი; მაქსიმ კონდრატენკო; მერაბ კაკულია და გოჩა მაცაბერიძე.