სტალინის პირად ვაგონ-სალონს კულტურული მემკვიდრეობის მოძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა

სტალინის პირად ვაგონ-სალონს კულტურული მემკვიდრეობის მოძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა.

ამის შესახებ, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს“ გენერალური დირექტორის 16 დეკემბრის ბრძანებაშია აღნიშნული.

„მიენიჭოს კულტურული მემკვიდრეობის მოძრავი ძეგლის სტატუსი კულტურული მემკვიდრეობის ობიექტს – ი.ბ. სტალინის სახელმწიფო მუზეუმის კომპლექსის შემადგენლობაში არსებულ სტალინის პირად ვაგონ-სალონს. დაევალოს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს საინფორმაციო სისტემების სამსახურს ამ ბრძანების დანართში მითითებული ობიექტების მონაცემების ძეგლთა სახელმწიფო რეესტრში ასახვა.

დაევალოს სააგენტოს იურიდიულ სამსახურს ამ ბრძანების ამოქმედებიდან ერთი თვის ვადაში ბრძანების დანართში მითითებული ობიექტების მონაცემების საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინტერნეტგვერდზე ასახვის მიზნით შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება,“-აღნიშნულია ბრძანებაში.

როგორც დოკუმენტშია ნათქვამი, ბრძანება ამოქმედდა გამოქვეყნებისთანავე. მისი გასაჩივრება დაინტერესებული მხარის მიერ შეიძლება, გამოქვეყნებიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში.

თაია არდოტელი