საქართველოს მთლიანი საგარეო ვალი, 2019 წლის 30 სექტემბრის მდგომარეობით, 17,797 მლრდ აშშ დოლარს შეადგენს, რაც 433 567 მლნ დოლარით ნაკლებია წინა კვარტალთან, თუმცა 491 318 მლნ დოლარით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. კერძოდ, 2019 წლის მეორე კვარტალში ქვეყნის მთლიანი საგარეო ვალის მოცულობა 18,321 მლრდ დოლარს შეადგენდა, 2018 წლის 30 სექტემბრის მდგომარეობით კი 17,306 მლრდ დოლარს.
2019 წლის 30 სექტემბრის მონაცემებით, სამთავრობო სექტორის ვალი 5,323 მლრდ დოლარს შეადგენს, ეროვნული ბანკის კი 404,6 მლნ დოლარს.
ამასთან, 30 სექტებრის მდგომარეობით კომერციული ბანკების საგარეო ვალი 4,249 მლრდ დოლარია, სხვა სექტორების კი 4,546 მლრდ დოლარი. აღსანიშნავია, რომ ბანკების ვალდებულება ერთ კვარტალში თითქმის 152 მლნ დოლარით შემცირდა, სხვა სექტორების -209 მლნ დოლარით. 125,4 მლნ დოლარიდან 114,6 მლნ დოლარამდე შემცირდა არასაბანკო საფინანსო კორპორაციების საგარეო ვალდებულებები. აღსანიშნავია, რომ უცხოური ვალუტით აღებული საგარეო ვალი შეადგენს 16,059 მლრდ დოლარს, საიდანაც მოკლევადიანია 3,096 მლრდ დოლარი, გრძელვადიანი კი - 12,962 მლრდ. ეროვნული ვალუტით აღებული ვალის მოცულობა 680,5 მლნ დოლარს შეადგენს.