საბაჟოზე არადეკლარირებული ძვირფასი ლითონის ნაკეთობები აღმოაჩინეს

საბაჟო გამშვებ პუნქტზე "წითელი ხიდი" არადეკლარირებული ძვირფასი ლითონის ნაკეთობები საქართველოს მოქალაქე ა.მ.-ს აღმოაჩნდა.

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, მებაჟე ოფიცრებმა, საბაჟო პროცედურების განხორციელებისას, მის ბარგში 15954,24 ლარის ღირებულების, საერთო წონით 376,53 გრამი, ძვირფასი ლითონის ნაკეთობები აღმოაჩინეს.

საქმე შემდგომი რეაგირებისთვის ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.