ჩინური ინტერნეტ-კომპანია Alibaba აზიის უმსხვილესი კაპიტალიზაციის კომპანია გახდა. ის ძვირად ღირებული კომპანიების ათეულში მე-7 ადგილს იკავებს. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Nikkei Asian Review-ი ავრცელებს.
20 დეკემბრის მდგომარეობით, კომპანიის კაპიტალიზაცია გასული წლის ბოლოსთან შედარებით 60%-ით 570 მილიარდ აშშ დოლარამდე გაიზარდა.
Alibaba რეიტინგში ისეთ კომპანიებს შორის მოხვდა, როგორებიცაა Facebook, რომლის კაპიტალიზაცია შეფასებულია 588 მლრდ დოლარად და Berkshire Hathaway, რომელიც 554 მილიარდი დოლარი ღირს, - წერს გამოცემა.
მსოფლიოში უმსხვილესი კაპიტალიზაციის კომპანია Saudi Aramco გახდა. მის აქციებზე გარიგებები 11 დეკემბერს დაიწყო, კომპანია 1,89 ტრილიონ დოლარად არის შეფასებული.
მას მოჰყვებიან Apple - 1,24 ტრილიონი დოლარით, Microsoft - 1.2 ტრილიონით, Alphabet-ი - 931 მილიარდი დოლარით, Amazon-ი - 886 მილიარდით.