თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო დედაქალაქის 2020 წლის ბიუჯეტის დაამტკიცების საკითხს განიხილავს. ბიუჯეტის პროექტზე საკრებულოში თბილისის მერი, კახა კალაძე ამ წუთებში საუბრობს.
მან 2019 წელს განხორციელებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებთან დაკავშირებით ისაუბრა და ასევე აღნიშნა, რომ დაწყებული პროექტები მომავალ წელს დასრულდება.
სხდომას ოპოზიცია ბოიკოტის ნიშნად არ ესწრება.
საკრებულოს სხდომაზე იმყოფებიან მუნიციპალიტეტის მერიის საქალაქო სამსახურის უფროსები.
შეგახსენებთ, რომ თბილისის 2020 წლის ბიუჯეტი ჯამში 1 მილიარდ 300 მილიონი ლარი იქნება. 2020 წლის ბიუჯეტის ძირითადი მიმართულება იქნება ინფრასტრუქტურული პროექტები, ასევე სოციალური და ჯანდაცვის მიმართულებები.