ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე - სრული მზაობა გვაქვს - ამ კონკრეტული მომენტისთვის, დაავადებათა კონტროლის ცენტრის მონაცემებით, გრიპის ეპიდემიის რისკი არ აღინიშნება

სრული მზაობა გვაქვს, ამ კონკრეტული მომენტისთვის დაავადებათა კონტროლის ცენტრის მონაცემებით, გრიპის ეპიდემიის რისკი არ აღინიშნება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განუცხადა.

გაბუნიას თქმით, ამ ეტაპზე გრიპის შემთხვევების რაოდენობა იმაზე ნაკლებია, ვიდრე შარშან ამ დროისთვის იყო.

„სისტემის მზაობა არსებობს. მოგეხსენებათ 100 ათასი დოზის ვაქცინა ჰქონდა შემოტანილი დაავადებათა კონტროლის ცენტრს და ამ ვაქცინების დიდი ნაწილი უკვე გამოყენებულია მაღალი რისკის ჯგუფებზე, ვისთვისაც ეს ვაქცინაცია ძალიან მნიშვნელოვანია. გარდა მედიკამენტური მზაობისა, დამატებით 5 პირველადი ჯანდაცვის ცენტრია მობილიზებული“, - აცხადებს მინისტრის მოადგილე.