Facebook, WhatsApp, Messenger - ბოლო ათწლეულის ყველაზე ხშირად ჩამოტვირთული აპლიკაციები

დღეისათვის მობილური ტელეფონი თითქმის ყოველ ადამიანს აქვს. თითოეული ჩვენგანის ტელეფონში ათობით სხვადასხვა აპლიკაციაა, რომლებსაც ყოველდღიურად ვიყენებთ.

Business Insider-ი დაინტერესდა, თუ რომელია მობილური ტელეფონით ბოლო ათწლეულის ყველაზე ხშირად ჩამოტვირთული აპლიკაციები.

საბოლოო შედეგების მიხედვით, აპლიკაციებს შორის საკომუნიკაციო პლატფორმები ლიდერობენ. ამასთანავე, ათეულში მოხვედრილი 4 აპლიკაცია (Facebook, Facebook-ის Messenger, Instagram და WhatsApp) Facebook-ს ეკუთვნის და საერთო ჯამში 16 მილიარდ ჩამოტვირთვას შეადგენს.

ბოლო ათწლეულის ყველაზე ხშირად ჩამოტვირთული აპლიკაციების ათეული ასე გამოიყურება:

10. Twitter - 1 მილიარდი ჩამოტვირთვა

9. YouTube - 1.3 მილიარდი ჩამოტვირთვა

8. Alibaba - 1.3 მილიარდი ჩამოტვირთვა

7. TikTok -1.4 მილიარდი ჩამოტვირთვა

6. Skype -1.4 მილიარდი ჩამოტვირთვა

5. Snapchat - 1.5 მილიარდი ჩამოტვირთვა

4. Instagram - 2.7 მილიარდი ჩამოტვირთვა

3. WhatsApp - 4.3 მილიარდი ჩამოტვირთვა

2. Facebook - ის Messenger-4.4 მილიარდი ჩამოტვირთვა

1. Facebook - 4.6 მილიარდი ჩამოტვირთვა

ბექა ბერიაშვილი