საქართველოს წმინდა საერთაშორისო საინვესტიციო პოზიციამ 2019 წლის 30 სექტემბრის მდგომარეობით 22.8 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა

საქართველოს წმინდა საერთაშორისო საინვესტიციო პოზიციამ 2019 წლის 30 სექტემბრის მდგომარეობით -22.8 მლრდ აშშ დოლარი (-67.2 მლრდ ლარი) შეადგინა, რაც მშპ-ს (ბოლო ოთხი კვარტალის) -130.7 პროცენტია. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს.

მათი ცნობით, აღნიშნული მაჩვენებელი წინა კვარტალთან შედარებით 574.4 მლნ აშშ დოლარით გაუმჯობესდა.

„2019 წლის 30 სექტემბრის მდგომარეობით, მთლიანი საერთაშორისო აქტივები 10.3 მლრდ აშშ დოლარია (30.4 მლრდ ლარი), რაც წინა კვარტლის მაჩვენებელს 4.9 მლნ აშშ დოლარით ჩამოუვარდება.

მთლიანმა საერთაშორისო ვალდებულებებმა 33.1 მლრდ აშშ დოლარი (97.7 მლრდ ლარი) შეადგინა, რაც წინა კვარტალის მაჩვენებელზე 579.3 მლნ აშშ დოლარით ნაკლებია”, - ნათქვამია ინფორმაციაში.