ვაკეთებ ქველმოქმედებას შეიძლება, კარგი სიტყვაა, მაგრამ როგორი ფულით აკეთებ ამ ქველმოქმედებას, ეს არის გასარკვევი. ბიძინა ივანიშვილს, აი, თვალებში ვუყურებ და ვპირდები, ყველაფერს გავარკვევ,- ამის შესახებ პოლიტიკური გაერთიანება "ლელო საქართველოსთვის" დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ განაცხადა.
მან უპასუხა ჟურნალისტის კითხვაზე, რომლის თანახმად, მიმდინარე წელს ბლუმბერგის მონაცემებით, 570 მილიონ ლარამდე გაიზარდა ივანიშვილის შემოსავალი და არსებობს თუ არა საფრთხე, რომ ეს თანხა საარჩევნოდ გამოიყენოს, ხაზარაძე პასუხობს, რომ "ყველაფრისთვის იქნება მზად".
"ბიძინა ივანიშვილის ფულის წარმოშობა არის საეჭვო. ამას სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ. იგი არის ინვესტორი პანამიდან. მას თავისი ფულის წარმოშობა საქართველოში არ დაუფიქსირებია. შესაბამისად, ეს არის დისფიქცია. არავის ფული არ დამითვლია, მაგრამ წარმოშობა, ეს ფული თეთრია თუ არა, წყარო საზოგადოებისთვის უნდა იქნას ცნობილი. ვაკეთებ ქველმოქმედებას - შეიძლება კარგი სიტყვაა, მაგრამ როგორი ფულით აკეთებ ამ ქველმოქმედებას, ეს არის გასარკვევი და მე ამას გავარკვევ. მე მას ვპირდები, აი თვალებში ვუყურებ და ვპირდები, ყველაფერს გავარკვევ და ყველაფერს ნათელი მოეფინება. ასე არ გამოვა. ეს ქვეყანა ბიძინა ივანიშვილის ბოსტანი არ არის. პროკურატურა არ არის ის ინსტიტუტი, რომელიც იღლიის ქვეშ უნდა ამოიდო. ეს ყველაფერი გაირკვევა ერთხელ და სამუდამოდ",-განაცხადა ხაზარაძემ.