ის მცდელობა, რომ ბავშვებს, ყველა იმ ადამიანს, ვისაც უხარია და მოსწონთ საახალწლოდ მორთული თბილისი წაართვან და მოიპარონ, არავის მივცემთ ამის შესაძლებლობას,- ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის საკრებულოში ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც კალაძემ აღნიშნა,თბილისი საახალწლოდ ყველაზე ლამაზად არის განათებული და საუკეთესო ნაძვის ხე აქვს.
"ჩვენი ქალაქი არის ყველაზე ლამაზი, საახალწლოდ განათებული და ყველაზე ლამაზი ნაძვის ხეც გვაქვს. ის მცდელობა, რომ ბავშვებს, ყველა იმ ადამიანს, ვისაც უხარია და მოსწონთ საახალწლოდ მორთული თბილისი წაართვან და მოიპარონ, ამ ადამიანებს ნამდვილად არ მივცემთ ამის შესაძლებლობას. ყველაზე მაგრად არის განათებული ქალაქი, ყველაზე მაგარი ნაძვის ხე გვაქვს, ყველაზე მაგარი კონცერტი გვექნება და ეს ტენდენცია და მიდგომები ყველგან და ყველაფერში გაგრძელდება",- განაცხადა კალაძემ.