რას უნდა დავაკვირდეთ წინასაახალწლო აქციით ბინის შეძენისას?

წინასახალწლოდ ყველას სხვადასხვა სურვილი გვაქვს - ზოგიერთი საშობაო მოგზაურობაში მიდის, ზოგი ახალ ავტომობილს ყიდულობს, ზოგი სახლის ინტერიერსა და დეკორაციებს ცვლის, ზოგიერთი კი ახალ წელს ყველაზე საიმედო - ბინის შენაძენით ხვდება.

ახალი წლის ახალი ცხოვრებით დაწყება ახალ გარემოს უკავშირდება, რომელიც საიმედო და განსაკუთრებული უნდა იყოს. დეველოპერები აცნობიერებენ სიახლის მიმართ ამ მოთხოვნას და წელს მათი ნაწილი სრულად მომხმარებელზე მორგებულ აქციებს გვთავაზობს, რომელიც უყურადღებოდ არ უნდა დავტოვოთ, თუ უძრავი ქონების შეძენა გვსურს.

როგორ მივიღოთ ყველაზე მაღალი სარგებელი საახალწლო აქციებისგან?

ბოლოს და ბოლოს, რომელიმე მათგანი შეიძლება, ჩვენი ოცნების ასრულებას ემსახურებოდეს. საკუთარი სახლი კი ჯერ კიდევ ბევრი ადამიანისთვის ყველაზე სასურველი რამაა. საშობაო ფასდაკლებებისგან მაქსიმალური სარგებლის მიღების საუკეთესო, იმგვარი შენაძენის გაკეთებაა, რასაც „ჩვეულებრივ დღეებში“ ვერ ვაკეთებთ ხოლმე.

როგორც წესი, თუ თანხის დაზოგვა გვსურს, უძრავი ქონების შეძენა პროექტის განხორციელების დასაწყისშია ხოლმე უფრო ხელსაყრელი. ოღონდ იმისათვის, რომ ინვესტიცია საიმედო იყოს, უნდა შევარჩიოთ კომპანია, რომელსაც სამშენებლო სექტორში დიდი გამოცდილება აქვს და მისი პროექტები დათქმულ დროს სრულდება. ამგვარი კომპანიის მაგალითად შეგვიძლია მოვიყვანოთ „ანაგი“, რომელიც 30 წელია ბაზარზე სტაბილურად ოპერირებს და მისი პროექტების ჩამონათვალში დაუსრულებელი მშენებლობები არ არის.

ამასთან, მნიშვნელოვანი ფაქტორია გადახდის პირობები, რომელსაც კომპანია აქციის პირობებში გვთავაზობს. აუცილებლად უნდა დავაკვირდეთ, ფასდაკლებული თანხა რეალურად ფასდაკლებულია თუ მისი გადახდა საკომისიოს ან სხვა ხარჯების ფარგლებში მაინც გვიწევს.

კიდევ ერთი გასათვალისწინებელი საკითხია, დეველოპერული კომპანიის მიერ გაკეთებულ შეთავაზებას სრულად რამდენად იზიარებს ბანკი, რომელმაც იპოთეკური სესხი უნდა დაგვიმტკიცოს. ამიტომ პროექტის შერჩევისას ბანკის პირობებსაც აუცილებლად უნდა გავეცნოთ.

ჩამოთვლილი კრიტერიუმების გათვალისწინებით, წინასაახალწლოდ უძრავი ქონების შეძენისთვის „საქართველოს ბანკისა“ და „ანაგი დეველოპმენტის“ პარტნიორობით დაწყებულ პროექტზე უნდა ვისაუბროთ. პროექტი სრულად აკმაყოფილებს იმ კრიტერიუმებს, რომელსაც ბინის შეძენისას უნდა დავაკვირდეთ. საახალწლო შეთავაზების თანახმად, 31 იანვრამდე „ანაგი დეველოპმენტის“ Park Home-ში უძრავი ქონება 15%-იანი ფასდაკლებით შეგვიძლია, შევიძინოთ. მომხმარებელთა ინტერესების გათვალისწინებით კი „საქართველოს ბანკი“ მათ სპეციალური პირობებით სარგებლობის საშუალებას მისცემს:

იპოთეკური სესხი ევროში:

· პირველი 6 თვე - ფიქსირებული 1% - დან

· 6 თვის შემდეგ - ლიბორს + 5,8% (მინ.5.4%) - დან

· ეფექტური საპროცენტო განაკვეთი- 5,95% - დან

იპოთეკური სესხი დოლარში:

· პირველი 6 თვე- ფიქსირებული 3% - დან

· 6 თვის შემდეგ- ლიბორს + 5,4% (მინ. 7.3%) - დან

· ეფექტური საპროცენტო განაკვეთი- 8.1% - დან

2019 წელს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ შემოღებული რეგულაციების პირობებშიც კი სამწუხაროდ, რიგი ბიზნეს ოპერატორები ეფექტურ საპროცენტო განაკვეთს სხვადასხვა საკომისიოს სახით მაინც ნიღბავენ, ამიტომ მნიშვნელოვანია, ბანკმა და დეველოპერმა ნათლად წარმოაჩინოს, დამატებით რამდენის გადახდა გვიწევს.

„საქართველოს ბანკში“ აღნიშნავენ, რომ ეფექტური განაკვეთი იქნება სწორედ ის, რაც წინასწარ შეთავაზებაშია მითითებული და მომხმარებელი ბინას საუკეთესო საახალწლო პირობებში შეიძენს.

ცოტა რამ „ანაგი დეველოპმენტის“ Park Home-ზეც უნდა ვთქვათ: Park Home „ანაგი დეველოპმენტის“ პირველი, პრემიუმ კლასის საცხოვრებელი კომპლექსია, რომელიც ვაკეში, ი.ჭავჭავაძის გამზირიდან 200 მეტრის დაშორებით, ახალ გზაზე, ვაკის პოლიციის და კორტების მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარეობს. დიდი ხანი არ არის, რაც საქართველოში პრემიუმ კლასის საცხოვრებელი კომპლექსების მშენებლობა დაიწყო. ის ჩვენს სამშენებლო სექტორში ახალი სიტყვაა, რადგან არსებული საცხოვრებელი კომპლექსებისგან განსხვავებული კონცეფციის, luxury ტიპის საცხოვრებელ სახლებს გულისხმობს. აღსანიშნავია, რომ ამგვარი სახლების ფასები „ჩვეულებრივი“ საცხოვრებელი კომპლექსების ფასებისგან ჯერჯერობით, მკვეთრად არ განსხვავდება, ამიტომ სანამ მოთხოვნა გაიზრდება და ბაზარზე მსგავსი ბინების ფასი აიწევს, დღეს, პრემიუმ კლასის კომპლექსი ბინის შეძენისთვის ხელსაყრელი დროა.

Park Home-ს ვაკის ტერიტორიისთვის უპრეცედენტოდ დიდი, საკუთარი - 8000 კვ.მ სარეკრეაციო სივრცე აქვს, რომელიც დაცულ შიდა ეზოს, გამწვანებულ ტერასებს, საბავშვო და სპორტულ მოედნებს მოიცავს.

„ანაგი დეველოპმენტში“ განმარტავენ, რომ პრემიუმ კლასის შენობის მიმდებარედ მოეწყობა 2 ჰექტარი ფართობის პარკი, რომლის განაშენიანებაში თვითონ კომპანიაც მიიღებს მონაწილეობას. შედეგად, მოსახლეობას დიდი რეკრეაციული ზონა ექნება. Park Home-ში ბინები ბარდება კომფორტ სტანდარტ + კონდიციით. კომფორტ სტანდარტ + გულისხმობს კოსმეტიკურ რემონტამდე მიყვანილ მდგომარეობას გათბობის და კონდიცირების სრული სისტემით და ჭკვიანი სახლის ელემენტებით, რომელიც ასევე, ჩვენი ცხოვრების გამარტივებას ემსახურება.

Park Home-ში ბინების ფართი 49 კვ.მ-დან იწყება, რაც ბიზნესისთვის ინვესტირების თვალსაზრისითაც ხელსაყრელია.

ახალ წლამდე სულ რამდენიმე დღე რჩება, შესაბამისად, უკვე ცოტა დრო გვაქვს ოცნების ასრულებისთვისაც, რომელიც შეიძლება, ჩვენგან რამდენიმე კილომეტრში შენდებოდეს.

(R)