თურქეთში პირველი ადგილობრივი წარმოების ელექტრომობილი წარმოადგინეს

თურქეთმა ეროვნული წარმოების პირველი ელექტრომობილი TOGG წარადგინა.

ღონისძიებაზე ნაჩვენები იყო ორი ავტომობილი, ქროსოვერი და სედანი. ავტომობილების წარდგენის ცერემონიაზე თურქეთის პრეზიდენტმა თქვა, რომ ქვეყნის მიზანი არის არა მხოლოდ შიდა ბაზრის ათვისება, არამედ მისი გლობალურ ბაზარზე გატანა.

გეგმის მიხედვით, წლიურად 175 000 ელექტრომობილის წარმოება უნდა მოხდეს. პროექტის ბიუჯეტი კი, რომელიც 13 წელიწადზეა გათვლილი 22 მილიარდი ლირაა (3.7 მილიარდი დოლარი).

ავტომობილის სერიული წარმოება 2022 წლიდან დაიწყება. და ეს იქნება პირველი - Made in Turkey ელექტრომობილი. კომპანიას გეგმაში აქვს სულ ცოტა, ხუთი მოდელის წარმოება. როგორც ცნობილია, თურქეთში საკუთარი საწარმოები აქვთ ისეთ გლობალურ ბრენდებს როგორებიცაა: Ford, Fiat Chrysler, Renault, Toyota და Hyundai.

კოკა კვირკველია