გერმანია საკუთარ უმუშევარ მოქალაქეებს ყოველთვიურად 330 ევროს გადაუხდის და ეს მოხდება უვადოდ. აქამდე ნებისმიერი გერმანელი, რომელსაც უჭირდა თვიდან თვემდე თავის შენახვა, იღებდა გასამრჯელოს 424 ევროს ოდენობით. ამასთან, ის ვალდებული იყო მუდმივად ეძებნა სამსახური, რათა ამ შეღავათებით ესარგებლა.
თუ ის გასაუბრებებს აცდენდა და უარს ამბობდა შემოთავაზებულ სამუშაოებზე არასაპატიო მიზეზით, მას აღნიშნულ დახმარებას 3 თვით უწყვეტდნენ. DW Akademie-ს ინფორმაციით, 2018 წელს ასეთი 710 ათასი გერმანელი დაჯარიმდა.
ახალი პოლიტიკა კი პირიქით, ითვალისწინებს ამ დახმარების გაცემას უვადოდ ყოველგვარი ვალდებულებებისა და ჯარიმების გარეშე. ამასთან, ბენეფიციარისთვის ხელმისაწვდომი რჩება სამედიცინო მომსახურება და საცხოვრებელი. ამასთან, აღსანიშნავია, რომ გერმანიაში უმუშევრობის დონე ბოლო 39 წლის მანძილზე ყველაზე დაბალია და მხოლოდ 3%-ს შეადგენს. ამ დროისთვის ქვეყანაში 1,3 მილიონი უმუშევარია.