2019 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 11.504 მლნ ამერიკული დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 1.4 მეათედი პროცენტით მეტია.
აქედან ექსპორტი 3.381 მლნ ამერიკულ დოლარს, ხოლო იმპორტი 8.122 მლნ ამერიკულ დოლარს შეადგენს.
საქართველოდან ექსპორტირებულ პროდუქტებს შორის ლიდერობს სპილენძის მადნები და კონცენტრატები, რომლის ექსპორტმაც საანგარიშო პერიოდში - 601.877 მლნ დოლარი შეადგინა. მას მოსდევს მსუბუქი ავტომობილები - 594.644 მლნ დოლარით; მე-3 ადგილზეა - ფეროშენადნობები - 261.195 მლნ დოლარით.
მე-4 და მე-5 პოზიციებს კი ექსპორტირებული პროდუქტების ჩამონათვალში ყურძნის ნატურალური ღვინოები და დაფასოებული მედიკამენტები ინაწილებენ, შესაბამისად, 202.747 და 159.669 მლნ დოლარით.