რას ყიდულობს საქართველო ყველაზე დიდი რაოდენობით - ტოპ-5 საიმპორტო პროდუქტი

საქართველოს ყველაზე დიდი რაოდენობით ნავთობსა და ნავთობპროდუქტებს ყიდულობს.

კერძოდ, 2019 წლის იანვარ-ნოემბრის მონაცემებით, ამ ჯგუფის იმპორტმა 685.815 მლნ დოლარი შეადგინა. მას მოსდევს მსუბუქი ავტომობილები - 579.375 მლნ ამერიკული დოლარით; ხოლო მე-3 ადგილზეა - სპილენძის მადნები და კონცენტრატები, რომლის იმპორტმაც 545.059 მლნ დოლარი შეადგინა. საიმპორტო პროდუქტების ხუთეულში მე-4 და მე-5 პოზიციებს დაფასოებული მედიკამენტები და ნავთობის აირები ინაწილებენ, შესაბამისად, 313.483 და 281.870 მლნ დოლარით.

შეგახსენებთ, რომ 2019 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 11.504 მლნ ამერიკული დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 1.4 მეათედი პროცენტით მეტია. აქედან ექსპორტი 3.381 მლნ ამერიკულ დოლარს, ხოლო იმპორტი 8.122 მლნ ამერიკულ დოლარს შეადგენს.

თაია არდოტელი