Domino's Pizza-ს ფინანსური დირექტორი გარდაიცვალა

ამერიკული ქსელის Domino’s Pizza-ს , ბრიტანული განყოფილების Domino's Pizza Group-ის ფინანსური დირექტორი და დირექტორთა საბჭოს წევრი დევიდ ბაუერნფაინდი გარდაიცვალა.

კომპანიის პრესსამსახურის ინფორმაციით, ამის მიზეზი უბედური შემთხვევა გახდა.

ბრიტანული ტაბლოიდის Daily Mirror-ის ინფორმაციით, დევიდ ბაუერნფაინდი 19 დეკემბერს ოჯახთან ერთად მავრიკის რესპუბლიკას ეწვია, სადაც სასტუმრო Belle Mare-ში დაბინავდა. 26 დეკემბერს კი 51 წლის ფინანსისტის ცხედარი სასტუმროსთან ახლოს ლაგუნაზე იპოვეს. წინასწარი ინფორმაციით, ის სამოყვარულო დაივინგით იყო დაინტერესებული და ერთ-ერთი ჩაყვინთვის დროს გარდაიცვალა.

ამერიკული ქსელი Domino’s Pizza მსოფლიოში ყველაზე მსხვილი პიცის ქსელია. კომპანიის გაყიდვებმა 2018 წელს 15,8 მილიარდი დოლარი შეადგინა, მაშინ როცა მისი მდევარის და კონკურენტის Pizza Hut-ის გაყიდვები 12,2 მილიარდი იყო.