კლიმატის ცვლილებებთან დაკავშირებული სტიქიური კატასტროფებებით გამოწვეულმა ზარალმა მხოლოდ 2019 წელს 1 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა. ამ ინფორმაციას The Guardians ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, მიმდინარე წელს 15 გლობალური კატასტროფა მოხდა, რომლებიც პირდაპირ კლიმატის ცვლილებასთან და გლობალურ დათბობასთანაა დაკავშირებული.
ამასთანავე, არგენტინასა და ურუგვაიში მომხდარი წყალდიდობის, ინდოეთისა და ბანგლადეშის ქარიშხლებისა და აფრიკული ქვეყნების ტროპიკული ციკლონის შედეგად საცხოვრებელი სახლი ათიათასობით ადამინმა დაკარგა.
გამოცემის ცნობით, მიმდინარე წელს მნიშვნელოვნად გაიზარდა ხანძრების რიცხვიც. ისინი 3 მთავარ სტიქიურ უბედურებას- კალიფორნიის, ამაზონისა და ავსტრალიის ხანძრებს გამოყოფენ.
ექსპერტები აცხადებენ, რომ მომავალში სტიქიური უბედურებების რიცხვი შესაძლოა, კიდევ უფრო გაიზარდოს, რასაც გლობალური დათბობბა და მსოფლიო ოკეანეში წყლის ზრდა დაემატება.
ისინი ლიდერებს მოუწოდებენ მიიღონ გადამჭრელი ზომები და წინ აღუდგნენ კლიმატის ცვლილებას.