ხიზანიშვილის ქუჩის მონაკვეთზე ავტობუსების მარშრუტი ორი დღით შეიცვლება

გლდანში, ხიზანიშვილის ქუჩის მონაკვეთზე, კერძოდ, ავტობუსების ბოლო გაჩერებიდან მე-8 მიკრორაიონში მდებარე მშენებარე ეკლესიამდე, საგზაო მონაკვეთზე ასფალტის საფარის დაგების გამო 28 და 29 დეკემბერს ავტობუსების მარშრუტები ნაწილობრივ შეიცვლება. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, N23, N24, N33, N39 და N51 ავტობუსები ვეკუას ქუჩაზე გლდანის მე-7 მიკრორაიონის მხრიდან გადაუხვევენ მშენებარე ეკლესიის მიმართულებით და გზას ხიზანიშვილის ქუჩაზე მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრისკენ“ განაგრძობენ.

თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის!