ამერიკის ფედერალურმა საავიაციო სამმართველომ Lufthansa 6,4 მილიონით დააჯარიმა

აშშ-ის ფედერალურმა საავიაციო სამმართველომ გერმანული ავიკაომპანია Lufthansa 6,4 მილიონი დოლარით დააჯარიმა. ორგანიზაციის მიერ მიღებული გადაწყვეტილების წერილში განმარტებულია, რომ კომპანიას ჰქონდა 30 დღე ოფიციალური პასუხის გაცემამდე და ეს ვადა ამოიწურა.

„ფედერალური საავიაციო სამმართველო აკისრებს სამოქალაქო ჯარიმას 3,428 მილიონის დოლარის ოდენობით ავიაგადამყვან კომპანიას Deutsche Lufthansa AG დაახლოებით 900 რეისის შესრულებისთვის, რომლებიც არ შეესაბამებოდა ფედერალური ავიაციის წესებს“ - ნათქვამია პრეს-რელიზში.

ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ Lufthansa ახორციელებდა ფრენებს სან-დიეგოსა და ფილადელფიაში და პირიქით ამერიკული მარეგულირებლის ნებართვის გარეშე. სწორედ ეს გახდა კომპანიის დაჯარიმების საბაბი, რაზეც მარეგულირებელმა 1-თვიანი ვადა მისცა გერმანულ კომპანიას ახსნა განმარტებისთვის.

კოკა კვირკველია