10 მიზეზი, რატომ უნდა ისარგებლოთ CARU-თი

21-ე საუკუნე სავსეა ინოვაციებითა და ახლებური შეთავაზებებით.

უამრავ თავსატეხთან ერთად, რომელსაც ადამიანს ყოველდღიური ცხოვრება უქმნის, ჩნდება განსაკუთრებული პროდუქტები და სერვისებიც, რომლებიც ასევე ყოველდღიური ცხოვრების გამარტივებას ისახავს მიზნად. ერთ-ერთი ასეთი კი არის CARU, მანქანის მოვლის ინოვაციური პლატფორმა, რომელმაც მთლიანად შეცვალა ავტოსერვისი - 15 წუთამდე შეამცირა ავტომობილის შეკეთებისთვის საჭირო დრო და, ზოგ შემთხვევაში, 70%-მდე დაწია მანქანის შეკეთების ხარჯი. CARU-ს გამოყენება ძალიან ადვილია - მარტივი რეგისტრაციის შემდეგ caru.ge -ზე, მანქანას აკითხავს ავტოასისტენტი, ვინც წაიყვანს ავტომობილს, მიიყვანს შესამოწმებლად, გაარკვევს რა პრობლემა აქვს მას, რა ღირს ნაწილები და შეკეთება, შეათანხმებს აღნიშნულს ავტომფლობელთან, სურვილის შემთხვევაში გააკეთებს ყველაფერს და იმავე დღეს დააბრუნებს მანქანას.

ახლა კი გთავაზობთ 10 მიზეზს, თუ რატომ უნდა გამოიყენოთ CARU-ს მომსახურება:

  • ზოგავთ 8,5 საათს – დიახ, საშუალოდ ზუსტად ამდენს ატარებს ავტომფლობელი პროფილაქტიკაში.
  • CARU -მ ეს დრო 15 წუთამდე დაიყვანა – ზუსტად ამდენი ჭირდება თქვენი მანქანის წამოვყანასა და დაბრუნებას;
  • არ გიწევთ ხელოსნის ძებნა – ავტოასისტენტი უზრუნველყოფს საუკეთესო ხელოსნის მოძიებას, კონკრეტული პრობლემისთვის
  • არ გიწევთ ნაწილებზე სირბილი დაშლილებში და მაღაზიებში – ნაწილის მოძიებასაც ავტოასისტენტი უზრუნვეყლოფს, საუკეთესო ფასში, იმიტომ რომ იცის, სად უნდა მივიდეს
  • მანქანას ატანთ პროფესიონალს, რომელსაც ვერ მოატყუებენ – ავტოასისტენტი საუკეთესოდ ერკვევა ნებისმიერ მანქანაში, იმიტომ, რომ ეს მისი საქმეა
  • თუ რაიმე შეაკეთეთ და გაფუჭდა – ეს თქვენი სადარდებელი არაა, ავტოასსიტენტი მიხედავს – კი, ამ შემთხვევაშიც დაგეხმარება.
  • თუ რამეში ეჭვი გეპარებათ, ქარუ ყოველთვის დაიცავს თქვენს ინტერესებს – CARU დამოუკიდებელი პლატფორმაა და ავტოასისტენტებიც კი არ არიან მისი თანამშრომლები.
  • CARU -ს ერთადერთი საზრუნავი – მომხმარებელი, ანუ შენ ხარ
  • მანქანას აკეთებთ საუკეთესო ხელოსნებთან და ნაწილებს ყიდულობთ საუკეთესო პირობებით, რადგან CARU -ს არ აქვს საკუთარი სერვისი და ავტოასისტენტებიც არ არიან რომელიმე ცენტრს მიბმული – მიუკერძოებლობა გარანტირებულია.
  • არ ხართ ლიმიტირებული ერთი ავტოსერვისის ხელოსნებით, ფასებითა და ნაწილებით – ავტოასისტენტი ყველგან წავა და ყველაფერს იზამს იმისთვის, რომ შენი პრობლემა საუკეთესოდ მოგვარდეს
  • აქ ვერავინ გეტყვით რომ ამას ვერ გააკეთებენ და გაფუჭებული მანქანით ქუჩაში არ დაგტოვებენ – CARU -სთვის არაფერია შეუძლებელი, როდესაც საქმე ავტომანქანის შეკეთებას ეხება
  • CARU -სთვის მთავარია მომხმარებელი და მისი კმაყოფილება.