ერთ წელიწადში ავტომობილების ექსპორტი 91,2%-ით გაიზარდა - ტოპ ხუთი ქვეყანა, სადაც მანქანები გადის

ბოლო ერთ წელში ავტომობილების ექსპორტ-რეექსპორტი 91,2%-ით გაიზარდა.

კერძოდ, სტატისტიკის მიხედვით, 2019 წლის იანვარ-ნოემბერში სულ 91 045 ავტომობილის ექსპორტი განხორციელდა, მაშინ როდესაც 2018 წლის ანალოგიურ პერიოდში ეს მაჩვენებელი 47 593 ერთეულს შეადგენდა.

რაც შეეხება ქევყნებს, სადაც საქართველოდან ყველაზე მეტი მანქანა გავიდა, ასე გამოიყურება:

  • სომხეთი - 50 360 ერთეული
  • აზერბაიჯანი - 19 988
  • უკრაინა - 9 901
  • ყაზახეთი - 1 119
  • რუსეთი - 1 104

აღსანიშნავია, რომ ავტომობილების ექსპორტი მნიშვნელოვნად გაიზარდა ყაზახეთში. კერძოდ, საქსტატის მონაცემებით, 2018 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველოდან ყაზახეთში 173 ავტომობილი გავიდა, წელს კი ეს მაჩვებელი 546,8%-ით გაიზარდა და 1 119 ერთეული შეადგინა.

სომხეთში გასული წლის 11 თვეში 25 922 მსუბუქი მანქანა გავიდა, 2019 წლის ანალოგიურ პერიოდში კი, 94,2%-ით მეტი, ანუ 50 360 ერთეული.

აზერბაიჯანში 2018 წლის იანვარ-ნოემბერში 9 796 ერთეული ავტომობილის ექსპორტი განხორციელდა, ხოლო წელს ეს მაჩვებელი 104%-ით გაიზარდა და 19 988 ერთეული შეადგინა.

უკრაინაში გასული წლის 11 თვეში 7 635 ავტომობილი გავიდა, წელს კი 29,7%-იანი ზრდა ფიქსირდება. სულ 11 თვეში უკრაინაში 9 901 მანქანა გავიდა.

რაც შეეხება რუსეთს, აქ ავტომობილების ექპორტის შემცირების ტენდენცია შეინიშნება. კერძოდ, გასული წლის 11 თვეში 1 338 ავტომობილი გავიდა, წელს კი 17,5%-ით ნაკლები, ანუ 1 104.

ნინი ქეთელაური