მსოფლიოს უმდიდრესი 500 ადამიანის ქონება მეოთხედით გაიზარდა

2019 წლის განმავლობაში მსოფლიოს უმდიდრესი 500 ადამიანის ქონება ჯამურად 25%-ით გაიზარდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას Bloomberg-ი ავრცელებს.

მათი მონაცემით, დღეის მდგომარეობით მსოფლიოს უმდიდრესი 500 ადამიანის ქონება შეფასებულია 5,9 ტრილიონ დოლარად, რაც 1,2 ტრილიონი დოლარით მეტია 2018 წლის მონაცემებზე.

აღსანიშნავია, რომ ამ 500 უმდიდრეს ადამიანს შორის 172 ამერიკელი მილიარდერია, რომელთა ქონება ჯამურად 500 მილიარდი დოლარითაა გაზრდილი.

კოკა კვირკველია