სამხრეთ კორეული საავტომობილო კომპანიები Hyundai Motor და Kia Motors ჯამურად 640 ათას ავტომობილს სხვადასხვა დეფექტების გამო უკან იწვევენ. ამის შესახებ ინფორმაციას თავად კომპანია ავრცელებს.
მათი ცნობით, გაწვევას ექვემდებარება 6 მოდელი. მათ შორის არის Hyundai-ის მინივენი Grand Starex, მცირე ზომის სატვირთო Porter 2 და Mighty და მიკროავტობუსი Solati, რომლებსაც ძრავის არასტაბილური მუშაობა უფიქსირდებათ. გაწვევას ექვემდებარებიან ასევე ქროსოვერი Kia Sorento და Bongo 3 პიკაპი, რომელსაც უსაფრთხოების ნაწილში უფიქსირდება დეფექტი.
კომპანიის განცხადებით, ავტომობილების მფლობელები მიიღებენ შეტყობინებას შემდგომი დირექტივების შესახებ.