სემეკმა „სოკარს“ დროებითი, 6-თვიანი სამომხმარებლო ტარიფი დაუდგინა და აქამდე არსებული ტარიფი მომდევნო 6 თვის განმავლობაში უცვლელად დატოვა.
როგორც სემეკის თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ სემეკის სხდომაზე განმარტა, დროებითი ტარიფის დადგენის მიზეზი საინვესტიციო მოლაპარაკებაა, რომელიც კომპანია „სოკარსა“ და ეკონომიკის სამინისტროს შორის მიმდინარეობს.
ცნობისთვის, დღეს გამართულ საჯარო სხდომაზე საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (სემეკ) შპს „სოკარ ჯორჯია გაზისა“ და სს „საქორგგაზისთვის" 2020-2022 წლების ტარიფების დადგენაზე მსჯელობს.
შეგახსენებთ, სემეკმა 25 დეკემბრის საჯარო სხდომაზე ბუნებრივი გაზის გამანაწილებელ რამდენიმე კომპანიას ტარიფები დაუდგინა. სემეკის გადაწყვეტილებით, მომდევნო 3 წლის განმავლობაში შპს „თბილისი ენერჯისა“ და სხვა გაზგამანაწილებელი კომპანიებისათვის გაზის სამომხმარებლო ტარიფები უცვლელი დარჩა.