ახალი წლისა და შობის დღესასწაულთან დაკავშირებით გაზრდილი მგზავრთნაკადის მომსახურების მიზნით, „საქართველოს რკინიგზა“ დამატებით რეისებს ნიშნავს.
„საქართველოს რკინიგზის“ ცნობით, თბილისი-ზუგდიდი-თბილისის (N878/877) და თბილისი-ბათუმი-თბილისის (808/807) მიმართულებით რეისები შესრულდება - 2020 წლის 3; 4; 5; 6 და 7 იანვარს.
„დამატებითი მატარებლები იმოძრავებენ შემდეგი განრიგით:
თბილისი-ზუგდიდი-თბილისი #878/877 გავა 08:50 საათზე და ზუგდიდში ჩავა 14:30 საათზე, ხოლო ზუგდიდიდან გამოვა 19:10 საათზე და თბილისში ჩამოვა 00:35 საათზე.
თბილისი-ბათუმი-თბილისი #808/807 გავა 10:30 საათზე და ბათუმში ჩავა 15:30 საათზე, ხოლო ბათუმიდან გამოვა 17:00 საათზე და თბილისში, 22:00 საათზე ჩამოვა.
შეგახსენებთ, რომ ბილეთების შეძენა შესაძლებელია Georgian Railway Tickets მობილური აპლიკაციით. მობილურ აპლიკაციას აქვს უნიკალური შესაძლებლობა, აირჩიოთ სასურველი ადგილები მატარებელში.
ბილეთები იყიდება ასევე ვებგვერდებზე (Railway.ge; tkt.ge; Biletebi.ge; matarebeli.ge), სწრაფი გადახდის აპარატებსა და საბილეთო სალაროებში.
„საქართველოს რკინიგზა“ გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს და ბედნიერ მგზავრობას გისურვებთ!“ - ნათქვამია ინფორმაციაში.