თიბისის ინტერნეტ და მობაილ ბანკი შეფერხებით მუშაობს - როდის აღმოიფხვრება პრობლემა

თიბისი ბანკის ინტერნეტ და მობაილ ბანკი შეფერხებით მუშაობს.

ამ დროისთვის მომხმარებლებს როგორც მობაილ, ასევე ინტერნეტ ბანკში ანგარიშზე არსებული თანხები არ უფიქსირდებათ.

ხარვეზი დღეს, დილის 11 საათისთვის დაფიქსირდა. როგორც ბანკში აცხადებენ, ჯგუფი მუშაობს და პრობლემები უახლოეს პერიოდში აღმოიფხვრება.

„მიუხედავად ინტერნეტ და მობაილ ბანკში არსებული ხარვეზებისა, ბარათები აქტიურია“, - განაცხადეს „თიბისიში“.