იაპონიის ავიახაზები საერთაშორისო ტურისტებს 50 000 უფასო ფრენის ბილეთს გადასცემს

იაპონიის ავიახაზები, მომავალი წლის ზაფხულში, საერთაშორისო ტურისტებს 50 000 უფასო შიდა ფრენის ბილეთს გადასცემს, თუმცა გარკვეული პირობებით.

საჩუქარი, მიზნად ისახავს ტურისტთა წახალისებას, რომ ეწვიონ იაპონიის ყველაზე ნაკლებად მონახულებად ადგილებს მომდევნო წლის 1-ლი ივლისიდან 30 სექტემბრის ჩათვლით, მაშინ როცა ქვეყანა ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებს უმასპინძლებს.

იმისთვის, რომ მოგზაურებმა უფასო ბილეთები მოიგონ, უნდა დარეგისტრირდნენ კომპანიის სპეციალურ პროგრამაში. რამდენიმე დღის განმავლობაში. მათ არ ეცოდინებთ, რა მიმართულებით მიიღებენ ბილეთებს. კომპანიის ინფორმაციით, მოგზაურებს შეუძლიათ დარეგისტრირდნენ ჯგუფურად. აპლიკაციის შევსების შემდეგ კი პასუხი რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი.

შეგახსენებთ, იაპონიაში ზაფხულის ოლიმპიური თამაშები 2020 წლის ივლისი-აგვისტოში გაიმართება. ქვეყნის მთავრობა ან დროისთვის 10 მილიონ ვიზიტორს ელოდება.

ავტორი: ნუკა კეკელია