იანვრის 20 რიცხვისთვის ვგეგმავთ შეხვედრას აფხაზურ მხარესთან და დაწვრილებით ვისაუბრებთ აფხაზეთის ელექტროენერგიით მომარაგების საკითხზე. თებერვალ-მარტში დიდ დეფიციტს უნდა ველოდოთ, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" "ენგურჰესის" დირექტორმა, ლევან მებონიამ განუცხადა.
კითხვაზე, არის თუ არა პრობლემა ზამთრის განმავლობაში აფხაზეთის ელექტროენერგიით მომარაგებასთან დაკავშირებით, მებონია აცხადებს, რომ დეფიციტი არის, ვინაიდან რესურსი საკმაოდ შეზღუდულია.
"მცირეწყლიანი წელი იყო. მშრალი შემოდგომა, ახლა თოვლიც ნაკლებია. ჯერჯერობით აფხაზეთის მომარაგება ჩვეულებრივად ხდება, შიგადაშიგ არის მცირე, ავარიული გამორთვები. თებერვალ-მარტში დიდ დეფიციტს უნდა ველოდოთ,“ - განაცხადა "ენგურჰესის" დირექტორმა "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას.