მინის ჭერი, საუნა, ბარი - სახლი წყნეთში, რომელიც 4 მლნ-მდე ღირს (+ფოტო)

წყნეთში იყიდება სახლი, რომლის ღირებულებაც 3 857 750 ლარს (1 345 240 აშშ დოლარი) შეადგენს.

როგორც Ss.ge-ზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია აღნიშნული, ახალაშენებული, გარემონტებული სახლის ფართობი 600 კვ.მ-ია, ხოლო ეზოსი - 1100 კვ.მ.

ამასთან, სახლს აქვს 10 ოთახი, აქედან 6 საძინებელია.

განცხადების მიხედვით, 1-ლი სართული მიწის ქვეშ მდებარეობს, რომელსაც ნაწილობრივ მინის ჭერი აქვს. ამავე სართულზე განთავსებულია ფინეთიდან ჩამოტანილი საუნა, მარანი, ბარი, სველი წერტილი და 3 მანქანაზე გათვლილი ავტოფარეხი.

მეორე სართულზე მდებაროებს დიდი ოთახი, სამზარეულო და აბაზანა, მესამე სართულზე კი - 4 საძინებელი და ორი სველი წერტილი. ამასთან, ყველა სველი წერტილი მოწყობილია აკაციის ხის სპეციალურად დამუშავებული მასალით.

განცხადების თანახმად, სახლში იატაკი და ეზოში ტერასები დამზადებულია აკაციისგან.

ნინი ქეთელაური