ახალი, 2020 წლის დადგომა ახალმა ზელანდიამ უკვე აღნიშნა. ათასობით ადამიანი ახალი ათწლეულის დადგომას უკლენდის სქაი თაუერთან შეეგება, საიდანაც გრანდიოზული ფოიერვერკები გაუშვეს.
ცოტა ხნის წინ, ახალი წელი წყნარ ოკეანეში მდებარე სამოას და კირიბატის კუნძულებზე დადგა. დღესასწაულს პირველები ყოველთვის აღნიშული კუნძულები ეგებებიან. შემდეგი ქვეყნები, რომლებიც 2019 წელს გააცილებენ, ავსტრალია, იაპონია და სამხრეთ კორეა იქნებიან. უკანასკნელები ძველ წელს კვლავ წყნარ ოკეანეში მდებარე კუნძულ მიდუეის მცხოვრებლები დაემშვიდობებიან.