Apple-ის iPad და Tesla-ს მოდელი S - გამოცემა Time-მა ბოლო ათწლეულის საუკეთესო მოწყობილობები დაასახელა

გამოცემა Time-მა ბოლო ათწლეულის საუკეთესო მოწყობილობები დაასახელა. სიის ათეულში ყველაზე მნიშვნელოვანი და გავრცელებული 10 მოწყობილობა მოხვდა.

Apple-ის iPad

Apple-ის iPad პირველად 2010 წელს გამოჩნდა. მისი შემქმნელების სურვილი იყო, შეექმნათ ახალი მოწყობილობა, რომელიც კომპიუტერსა და ტელეფონს გააერთიანებდა და მისი გამოყენება უფრო მოსახერხებელი იქნებოდა.

Tesla-ს მოდელი S

ილონ მასკის კომპანია Tesla-მ S მოდელის ავტომობილი 2012 წელს გამოუშვა. მას სხვა მოდელებისგან გამოარჩევს ის, რომ მთლიანად ელექტროენერგიაზე მუშაობს.

Raspberry Pi

Raspberry Pi თანამედროვე კომპიუტერების ერთ-ერთ ყველაზე მთავარ ნაწილს წარმოადგენს, რომლის შესახებაც ბევრმა არაფერი იცის. ბოლო ათწლეულის განმავლობაში სულ მცირე 25 მილიონი Raspberry Pi გაიყიდა.

Google Chromecast

Google Chromecast პირველად 2013 წელს გამოჩნდა. მისი მეშვეობით მობილური ტელეფონები და ლეპტოპები ტელევიზორსა და ინტერნეტს უკავშირდება.

DJI Phantom

DJI Phantom დრონის ყველაზე გავრცელებული მოდელია, რომელიც ყველაზე გაყიდვადია. მას ვიდეოების გადასაღებად განსაკუთრებით ხშირად ბლოგერები იყენებენ.

Amazon Echo

Amazon Echo ამაზონის მიერ წარმოებული სპიკერებია, რომლებიც გაყიდვაში 2014 წლიდან გამოვიდა. მას სხვა მოდელებისგან ხარისხი გამოარჩევს, რის გამოც აღნიშნულ მოდელს ყოველ წელს მილიონობით ადამიანი ყიდულობს.

Apple Watch

Apple Watch Apple-ის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მოწყობილობაა, რომელიც 2015 წელს გამოჩნდა. დახვეწილი დიზაინისა და ხარისხის გამო მას მილიონობით მომხმარებელი ჰყავს. აღსანიშნავია, რომ საათი მობილურ ტელეფონს უკავშირდება და უამრავი ფუნქცია აქვს.

Apple AirPods

Apple AirPods Apple-ის მიერ 2016 წელს შექმნილი ყურსასმენებია და ის მალევე გახდა კომპანიის ერთგული მომხმარებლების საყვარელი მოწყობილობა. აღსანიშნავია, რომ ყურსასმენები უსადენოა.

Nintendo Switch

Nintendo Switch პირველად ბაზარზე 2017 წელს გამოჩნდა. მოწყობილობა ვიდეოთამაშების მოყვარულებზეა გათვლილი. მას ეკრანის ორივე მხარს აქვს ღილაკები, რისი მეშვეობითაც მისი გამოყენება ერთდროულად 2 მოთამაშეს შეუძლია.

Xbox Adaptive Controller

სიის ბოლო ადგილს Xbox Adaptive Controller იკავებს, რომელიც შედარებით გვიან, 2018 წელს გამოჩნდა. ის თამაშების მოყვარულებისთვისაა განკუთვნილი და მალევე გახდა პოპულარული. დღესდღეობით მისი მილიონობით ვერსია იყიდება.

ბექა ბერიაშვილი