შსს-ს სსიპ საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ში, 31 დეკემბერსა და პირველ იანვარს პიროტექნიკასთან დაკავშირებით, საქართველოს მასშტაბით, 124 ზარია შესული. აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ 112-ში განუცხადეს.
„შსს სსიპ საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ში 31 დეკემბერს პიროტექნიკასთან დაკავშირებით შემოსულია 51 შეტყობინება, 01 იანვარს 14:00 საათამდე 73 შეტყობინება“, -განაცხადეს „112“-ის პრესსამსახურში.