ფინეთის ჩრდილოეთ ნაწილსა და სანტა-კლაუსის სამფლობელოში- ლაპლანდიაში ადგილობრივმა წყვილმა ახალი ბიზნესი წამოიწყო- ისინი ტურისტებს არქტიკულ ტყეში გაბმული ჰამაკების გაქირავებას სთავაზობენ.
ბოლო პერიოდში ლაპლანდიის მიმართ საზოგადოების ინტერესი განსაკუთრებით გაიზარდა და აქ უამრავი ადამიანი ჩამოდის. თოვლში ირმებშებმული მარხილით გასეირნებისა და სანტა-კლაუსის სოფლის მონახულების გარდა, ადგილობრივმა რაეკალიოს ოჯახმა გადაწყვიტა, ახალი ბიზნესი წამოეწყო.
ისინი ჰალიპუუს არქტიკულ ტყეში ტურისტებს ჰამაკებში დროის გატარებას სთავაზობენ. მათ სპეციალური პროგრამა აქვთ შემუშავებული, რომლის ღირებულებაც ერთ ადამიანზე 98 ევროს შეადგენს.
თავდაპირველად ტურისტები 1 საათის განმავლობაში ჰამაკში ნებივრობენ, განსაკუთრებული სიცივის დროს რაეკალიოს ოჯახი მათ თბილ პლედებს სთავაზობს.
ამის შემდგომ ტურისტები კოცონთან მიდიან, სადაც ცხელი ჩაი და ტრადიციული ადგილობრივი სოკოს სუპი ხვდებათ.
აღსანიშნავია, რომ მათ ეს საქმიანობა 1 წლის წინ დაიწყეს და ერთდროულად ჯერჯერობით მხოლოდ 10 ტურისტის მომსახურება შეუძლიათ.