Boeing-მა ლიდერობა დაკარგა

Boeing-მა ლიდერობა დაკარგა. „როიტერსის“ ინფორმაციით, მოდელ 737 Max-სთან დაკავშირებული პრობლემების გამო, გაყიდვების მაჩვენებლით Boeing-ს Airbus-მა გადაუსწრო. გამოცემის ინფორმაციით, ამ უკანასკნელმა ერთი წლის განმავლობაში დამკვეთებს 863 თვითმფრინავი მიაწოდა.

„როიტერსის“ ინფორმაციით, Boing-მა 345 ლაინერი აწარმოა, რაც 2018 წლის მაჩვენებელთან შედარებით 50%-ზე ნაკლებია. მაშინ ამერიკულმა კომპანიამ მიმწოდებელს 806 თვითმფრინავი მიაწოდა.

2019 წლის დეკემბერში Boeing-ში განაცხადეს, რომ 1-ლი იანვრიდან მოდელ 737 MAX-ის წარმოებას მთლიანად შეწყვეტდნენ. როგორც ცნობილია, Boeing 737 MAX-ის თვითმფრინავების ექსპლუატაცია მას შემდეგ შეწყდა, რაც მიმდინარე წლის 10 მარტს ავიაკატასტროფა განიცადა Ethiopian Airlines-ის კუთვნილმა ხომალდმა, რომლის შედეგად დაიღუპა 159 მგზავრი. 2018 წლის 29 ოქტომბერს კი ინდონეზიურმა Lion Air-ის კუთვნილმა MAX-მა განიცადა კატასტროფა, რომელსაც 189 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ორივე შემთხვევაში კომპანიამ აღიარა, რომ ამის მიზეზი იყო მანევრირების გაუმჯობესების სისტემის (Maneuvering Characteristics Augmentation System, MCAS) მწყობრიდან გამოსვლა. ამის შემდეგ მსოფლიოს მასშტაბით აღნიშნული ავიალაინერებით ფრენების განხორციელება შეწყდა.