ირანელი გენერლის მკვლელობის შემდეგ ნავთობის ფასი გაიზარდა

ლონდონის კონტინენტთაშორის ბირჟაზე Brent-ის მარკის ნავთობის ფასი 2,84%-ით გაიზარდა და 68,13 დოლარი შეადგინა.

რაც შეეხება WTI ტექსასურ მსუბუქ ნავთობს, მისი ფასი 2,66%-ით 62,83 დოლარამდე გაიზარდა, - წერს Bloomberg-ი.

ექსპერტების ვარაუდით, აღნიშნული ზრდა შესაძლოა, დაკავშირებული იყოს ამერიკელების მიერ სარაკეტო თავდასხმის შედეგად მოკლულ ირანელ გენერალ ქასემ სულეიმანოვთან. როგორც ცნობილია, ბადღადის საერთაშორისო აეროპორტში განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის დროს ირანული ელიტური ქვედანაყოფის „ქუდსის ძალების“ ლიდერი გენერალ-მაიორი ქასემ სულეიმანი და ერაყელი საბრძოლო დაჯგუფების მეთაური აბუ მაჰდი ალ-მუჰანდისი დაიღუპნენ.

კოკა კვირკველია