2019 წლის დეკემბერში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.4 %, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 7.0 პროცენტი შეადგინა.
ამავე პერიოდში თამბაქოს გარეშე ინფლაციის მაჩვენებელმა წინა თვესთან შედარებით 0.4 პროცენტი შეადგინა, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით სამომხმარებლო ფასების 6.3 პროცენტიანი ზრდა დაფიქსირდა.
რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2019 წლის დეკემბერში გასული წლის დეკემბერთან შედარებით 5.2 პროცენტი შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი 3.7 პროცენტით განისაზღვრა.