თბილისი რუსი ტურისტებისთვის პოპულარული მიმართულებების ათეულში მოხვდა

მიუხედავად საქართველო-რუსეთს შორის შეწყვეტილი პირდაპირი ფრენებისა, თბილისი რუსი ტურისტებისთვის პოპულარული მიმართულებების ათეულში მოხვდა. როგორც რუსული მედია საერთაშორისო სააგენტო Momondo-ს კვლევაზე დაყრდნობით წერს, 2019 წელს რუსები ყველაზე ხშირად ტაილანდში, ესპანეთში, თურქეთში, საქართველოში, ბულგარეთში დაფრინავდნენ. რეიტინგში რუსეთის 3 ქალაქიც მოხვდა.

Momondo-მ აღნიშნული რეიტინგი ავიაკომპანიების მიერ გაყიდული ბილეთების რაოდეობის მიხედვით შეადგინა. რეიტინგის მიხედვით პირველ ადგილზეა მოსკოვი, ამ მიმართულებით რუსეთში ყველაზე მეტი ბილეთი გაიყიდა, მეორე ადგილზეა სოჭი, შემდეგ მოდის ბანგკოკი (ტაილანდი). მეოთხე ადგილზეა ისევ შიდა მიმართულება სანკტ-პეტერბურგი. ფრენებისა და გაყიდული ავიაბილეთების რაოდენობით მეხუთე ადგილზეა ბარსელონა.

2019 წელს რუსეთში პოპულარულ მიმართულების ათეულში ასევე მოხვდნენ:

  • სტამბოლო (თურქეთი)
  • ფუკეტი (ტაილანდი)
  • ანტალია (თურქეთი)
  • ბურგასი (ბულგარეთი)
  • თბილისი (საქართველო)