დე ფაქტო აფხაზეთიდან რუსეთში ცქრიალა ღვინის ექსპორტი იზრდება

აფხაზეთის უმსხვილესი ექსპორტიორი "Вина и воды Абхазии" გაზრდილი მოთხოვნის ფონზე ცქრიალა ღვინის ექსპორტს გააორმაგებს. ამის შესახებ რუსული მედია წერს. მათივე ცნობით, უკვე ზედიზედ მეორე წელია დე ფაქტო აფხაზეთი რუსეთში ღვინის ექსპორტიორების ხუთეულშია ესპანეთის, იტალიის, საქართველოსა და საფრანგეთის შემდეგ.

„იქედან გამომდინარე, რომ რუსეთში ჩვენს ცქრიალა ღვინოზე მოთხოვნა გაზრდილია, 2020 წელს ჩვენ 3 მილიონი ბოთლი შეგვიკვეთეს. 2019 წელს 1,378 მილიონი ბოთლის ექსპორტი განვახორციელეთ. რუსეთში ცქრიალა ღვინოების ბაზარზე კონკურენცია მაღალია და მათ შორის ჩვენს ცქრიალაზეც. ამას ჩვენი დაუღალავი შრომის შედეგად მივიჩნევთ და ვფიქრობთ, რომ მივდივართ სწორი მიმართულებით“ - განაცხადა კომპანია "Вина и воды Абхазии"-ის დირექტორის მოადგილემ ვალერი ავიძბამ.

მისი თქმით, ამ ეტაპზე კომპანია მუშაობს იმაზე, რომ არ დასჭირდეს ღვინის მასალის შემოტანა და ეს მოთხოვნა საკუთარი რესურსით დააკმაყოფილოს. მისი თქმით, ამ დროისთვის კომპანია აშენებს ცნობილი ევროპული ჯიშის ყურძნებს, მათ შორის მერლო, კაბერნე ფრანი, პინო ნუარი, ტეთრი პინო, მუსკატი, და სხვა. ასევე ადგილობრივი წარმოშობის კაჩიჩსა და აუასარხუას 500 ჰექტარ ფართობზე. ჯამში კომპანია 12 სახეობის ღვინოს აწარმოებს.

კოკა კვირკველია