ტელევიზორი გაიაფდა, სარეცხი მანქანა გაძვირდა - როგორ შეიცვალა ფასები მსხვილ საოჯახო ტექნიკაზე

2019 წლის დეკემბერში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.4%, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 7.0 პროცენტი შეადგინა.

შესაბამისად, ფასები გაიზარდა როგორ საკვებ პროდუქტებზე, ასევე გაძვირდა მსხვილი საოჯახო ტექნიკის ნაწილიც. მაგალითად, 2019 წლის დეკემბერში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით სარეცხი მანქანები დაახლოებით 10%-ით გაძვირდა, მაშინ, როდესაც ტელევიზორები 3,5%-ით გაიაფდა.

მსხვილი საოჯახო ტექნიკის ფასების ცვლილება ერთი წლის განმავლობაში: (წყარო - საქსტატი)

  • სარეცხი მანქანა - ფასების ზრდა წინა წელთან შედარებით 10%
  • გაზქურა - ფასების ზრდა წინა წელთან შედარებით 5,69%
  • გაზის გამათბობელი-ფასების ზრდა წინა წელთან შედარებით 2,7%
  • მტვერსასრუტი - ფასების ზრდა წინა წელთან შედარებით - 5,59%
  • კონდიციონერი - ფასების კლება წინა წელთან შედარებით - 3,1%
  • ტელევიზორი - ფასების კლება წინა წელთან შედარებით - 3,5%
ელზა წიკლაური