ამ დროისთვის საპენსიო ფონდში დანაზოგის სახით 563 მილიონ ლარზე მეტია აკუმულირებული. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საპენსიო სააგენტოში განუცხადეს.
მიმდინარე წლის პირველ იანვარს 1 წელი გახდა, რაც საქართველოში დაგროვებითი საპენსიო სისტემა ფუნქციონირებს. „ინტერპრესნიუსი“ დაინტერესდა, როგორი შედეგები აქვს საპენსიო სააგენტოს ერთი წლის განმავლობაში.
უწყების ინფორმაციით, ამ დროისთვის საპენსიო ფონდში დანაზოგის სახით 563,489,312 ლარია აკუმულირებული, დარიცხული სარგებელი კი 17,287,125 ლარს შეადგენს. სააგენტოს ინფორმაციით, საპენსიო ფონდში დარეგისტრირებული მოქალაქეების რაოდენობა 959 548-ს, ხოლო ორგანიზაციების რაოდენობა 61 165-ს შეადგენს.