პროდუქტები, რომელიც დეკემბერში ყველაზე მეტად გაიაფდა

კომბოსტო, წიწაკა, მწვანე ლობიო, ბადრიჯანი და არაყი - ეს ის 5 პროდუქტია, რომელიც 2019 წლის დეკემბერში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ყველაზე მეტად გაიაფდა.

სტატისტიკის სამსახურის მონაცემებით, 2019 წლის დეკემბერში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.4 %, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 7.0 პროცენტი შეადგინა. ამავე პერიოდში თამბაქოს გარეშე ინფლაციის მაჩვენებელმა წინა თვესთან შედარებით 0.4 პროცენტი შეადგინა, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით სამომხმარებლო ფასების 6.3 პროცენტიანი ზრდა დაფიქსირდა. რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2019 წლის დეკემბერში გასული წლის დეკემბერთან შედარებით 5.2 პროცენტი შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი 3.7 პროცენტით.

მიუხედავად მაღალი ინფლაციისა, დეკემბერში საკვები პროდუქტის ნაწილზე ფასები შემცირდა.

გთავაზობთ 5 პროდუქტს, რომელიც დეკემბერში გაიაფდა:

  • მწვანე ლობიო - ფასების კლება წინა წელთან შედარებით 13,3%
  • ბადრიჯანი - ფასების კლება წინა წელთან შედარებით 13,2%
  • კომბოსტო - ფასების კლება წინა წელთან შედარებით 13,07%
  • წიწაკა - ფასების კლება წინა წელთან შედარებით 5,4%
  • არაყი - ფასების კლება წინა წელთან შედარებით 0,6%
ელზა წიკლაური