„ფურშეტ ჯორჯია“ ახალ სუპერმარკეტს ხსნის

სუპერმარკეტების საერთაშორისო ბრენდი „ფურშეტი“, საქართველოში – „ფურშეტ ჯორჯია“, დღეს ახალ სუპერმარკეტს ხსნის.

სუპერმარკეტი თბილისში, თემქის მე-11 მ/რ პურის ქარხნის მიმდებარე დასახლებაში გაიხსნება და ადგილობრივ მომხმარებელს საშუალებას მისცემს შეიძინოს პროდუქცია. ოქტომბერში და ნოემბერში კომპანია კიდევ ორ სუპერმარკეტს გახსნის თბილისში. შეგახსენებთ, რომ თბილისის გარდა, „ფურშეტ ჯორჯია" ფლობს სუპერმარკეტებს ბათუმსა და მარნეულში.

როგორც კომპანიაში აცხადებენ, „ფურშეტ ჯორჯია“ ორიენტირებულია მომხმარებელზე და ცდილობს სხვადასხვა სიახლე შესთავაზოს მას. მაგალითად, 1 სექტემბრიდან კომპანიის ყველა პენსიონერ მომხმარებელს შეუძლია აიღოს 3%-იანი ფასდაკლების ბარათი ქსელის ნებისმიერ სუპერმარკეტში.

„ფურშეტი“ აღმოსავლეთ ევროპის ერთ-ერთი უმსხვილესი ბრენდია, რომელიც 100-ზე მეტ მაღაზიას ფლობს უკრაინაში, მათ შორის 7 სუპერმარკეტ-რესტორანს, 10 მაღაზიას მოლდოვაში, ახალ წელს კი 7 მაღაზიით შეხვდება საქართველოში.