1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8672 ლარი გახდა.
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 2.8672 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.8661 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0011 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.1918 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.2143 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0225 ლარი შეადგინა.