ნოემბერში, ვადაგადაცილებული სესხები 20.4 მლნ ლარით გაიზარდა და 492 მლნ ლარს გაუტოლდა.
ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.
სებ-ის ცნობით, მათი წილი კომერციული ბანკების საკრედიტო პორტფელში 1.6 პროცენტი იყო. ვადაგადაცილებული სესხების 39 პროცენტი ეროვნული ვალუტით არის დენომინირებული.
ამასთან, ეროვნული ბანკის ცნობით, საანგარიშო პერიოდში, მთლიანი საკრედიტო პორტფელის დოლარიზაციის მაჩვენებელი 0.1 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 55.4 პროცენტს გაუტოლდა.