ბინა, ვაკეში რომელიც 6 მლნ ლარამდე ღირს - როგორია  “vip-კატეგორიის  მომხმარებლებისთვის” გათვლილი უძრავი ქონება (+ფოტო)

თბილისში, კერძოდ, ვაკეში იყიდება ბინა, რომელიც 2 მლნ დოლარი (5 921 600 ლარი) ღირს. როგორც Ss.ge-ზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია აღნიშული, 10 ოთახიანი ბინის ფართობი 487 კვ.მ-ია.

„ბინა მდებარეობს ვაკეში, პრესტიჟულ უბანში. რემონტი დროს გამოყენებული იქნა ექსკლუზიურად იტალიური მასალები (სიცისი, პეტრაცერი, ბარდალი და ა.შ.) და სანტექნიკა (Mia Italia, Cristina, Jakuzi, Bagno Design და ა.შ.). VRV კონდიციონერის სისტემა - YORK (სიცხე / სიცივე) დამონტაჟებულია მთელ ბინაში. ასევე არის დამონტაჟებული არისტონის კომბინირებული ცხელი წყალი და გათბობის სისტემა. სამზარეულოში არის SMEG (იტალია) წარმოებული ყველა ტექნიკა. წამყვანი მსოფლიო ბრენდების ავეჯი (DIOR, FENDI და ა.შ.) იტალიიდან ჩამოიტანეს. ორივე ტერასა გთავაზობთ მთის ულამაზეს ხედებს. 60 კვ.მ.-ის ქვედა ტერასას აქვს საერთო წვდომა, ხოლო ზედა ტერასაზე (30 კვ.მ.) შესვლა შესაძლებელია მხოლოდ საძინებელი ოთახიდან.

ბინა ყველაზე დახვეწილი და გემოვნებიანი მომხმარებლებისთვის. აღნიშნული აქტივი გათვლილია მხოლოდ ვიპ კატეგორიის მომხმარებლებზე ,“-აღნიშნულია განცხადებაში.