კუნძული ბაროსი, რომელიც ინდოეთის ოკეანეში მდებარეობს და მალდივის კუნძულების შემადგენლბაში შედის, ბოლო 7 წელია მსოფლიოს ყველაზე რომანტიულ ადგილად სახელდება.
ის ნამდვილ სამოთხეს წარმოადგენს და მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ძვირადღირებულ კურორტად ითვლება. კურორტი აქ პირველად 44 წლის წინ გაიხნა და მალევე გახდა პოპულარული.
ამ მცირე ზომის კუნძულზე სულ 75 ვილაა. თითოეულ მათგანს საკუთარი საცურაო აუზი, ბაღი, სანაპირო და უმაღლესი დონის მომსახურება აქვს. ამასთანავე წყნარ კუნძულზე, რომელიც გარემოსგან სრულიად მოწყვეტილია რამდენიმე რესტორანია, სადაც როგორც ადგილობრივი, ასევე მსოფლიოში ცნობილი საუკეთესო კერძების დაგემოვნებაა შესაძლებელი.
რაც შეეხება ფასებს, 2-ადგილიანი ნომრების ფასი 1 ღამის განმავლობაში 863-დან 3 265 აშშ დოლარამდე მერყეობს ვილის ზომისა და პირობებიდან გამომდინარე.