eBay-ზე ყველაზე ძვირად გაყიდული ავტომობილები დასახელდა

ონლაინ-აუქციონმა eBay მის პლატფორმაზე 2019 წლის განმავლობაში ყველაზე ძვირად გაყიდული ნივთების რეიტინგი გამოაქვეყნა, რომელთა უმრავლესობა ავტომობილია.

აღმოჩნდა, რომ 20 ყველაზე ძვირად გაყიდულ ნივთს შორის, 12 ავტომობილია. ჩამონათვალის პირველ ადგილზე გავიდა— 2015 წლის Lamborghini Aventador Roadster, რომელიც 349 800 დოლარად გაიყიდა. მეორე ადგილზეა მდიდრული სახლი ბორბლებზე Newmar King Aire Motorhome 280 000 დოლარად, მესამე პოზიციაზე კი, თეთრი ფერის Lamborghini Urus გავიდა, რომელშიც მყიდველმა 245 995 დოლარი გადაიხადა.

ამის შემდეგ რეიტინგში მოდიან: 2005 წლის Ford GT - 220 000 დოლარად, ახალი Lamborghini Huracan LP580−2, რომელშიც მყიდველმა 209 900 დოლარი გადაიხადა და 2012 წლის Lamborghini Aventador Coupe - 200 000 დოლარად.

შემდგომ პოზიციებზეა: Porsche 911 - 199 000 დოლარად, Lamborghini Murcielago - 190 000 დოლარად, 2013 წლის Ferrari 458 Italia - 185 000 დოლარად, 2014 წლის Lamborghini Gallardo LP 560−4 Spyder - 174 995 დოლარად, 2013 წლის Rolls-Royce Phantom Drophead - 172 100 დოლარად და 2017 წლის Aston Martin Vanquish Coupe 169 700 დოლარად.

ამასთან, ყველაზე ძვირად გაყიდულმა ავტომობილმა 349 800 დოლარით, საერთო ჩამონათვალში მხოლოდ მეოთხე ადგილი დაიკავა.

კოკა კვირკველია