იტალიაში ესპრესოსთვის „იუნესკოს“ მსოფლიო მემკვიდრეობის სტატუსის მინიჭებას ითხოვენ

იტალიაში ესპრესოსთვის „იუნესკოს“ მსოფლიო მემკვიდრეობის სტატუსის მინიჭებას ითხოვენ. ამ ინფორმაციას Euronews ავრცელებს.

ევროპის კონტინენტზე ყავა პირველად იტალიაში მე-16 საუკუნიდან გავრცელდა, მას შემდეგ ყავის სმა იტალიელების ცნოვრების განუყოფელი ნაწილია.

იტალიაში ესპრესოს ტრადიციული სახით მომზადება მე-19 საუკუნის ბოლოდან დაიწყო და შემდეგ ის მთელს მსოფლიოში გავრცელდა.

სწორედ ამიტომ, საკუთარი კულტურული მემკვიდრეობის დასაცავად იტალიელებმა გადაწყიტეს ესპრესოსთვის „იუნესკოს“ მსოფლიო მემკვიდრეობის სტატუსი მოეთხოვათ.

Euronews-ის ინფორმაციით, მათ საჭირო აპლიკაცია უკვე შევასეს, რომლის განხილვასაც რამდენიმე თვე დასჭირდება.

აღსანიშნავია, რომ დღესდღეობით „იუნესკოს“ მსოფლიო მეკვიდრეობის სტატუსს სულ 17 საკვები ატარებს.

ბექა ბერიაშვილი